ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ბრიტანელ მეწყვილე ემილი ვებლი-სმითთან ერთად ზედიზედ მესამე 25-ათასიანი ტურნირის მოსაგებად იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირებში ქართულ-ბრიტანულმა დუეტმა პორტუგალიურ ობიდოსში იყოჩაღა, ამჯერად კი, ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე შეჯიბრის ნახევარფინალშია გასული.
მე-2 ნომრად განთესილმა შაფათავამა და ვებლი-სმითმა მეოთხედფინალში ებრაელი აკლერი და რუსი ლევაშოვა 6:2, 6:2 დაამარცხეს, დღეს კი, ბელარუს ჰატოუკასა და სლოვაკ მიჰალიკოვას გაეჯიბრებიან.
სამწუხაროდ, სოფო უკვე გამოეთიშა ერთეულთა ტურნირს. დღეს გამართულ მეოთხედფინალში მან ლატვიელ დანიელა ვისმანესთან 1:6, 4:6 წააგო.