ჩოგბურთი

13:57 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე წყვილთა ნახევარფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე მეწყვილე გრიგორი ლომაკინთან (ყაზახეთი) ერთად უკრაინის ქალაქ ირპინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) ნახევარფინალში ითამაშებს.

ცივაძემა და ლომაკინმა მერვედფინალში პორტუგალიელი კოელიო და ავსტრიელი გოლდშტეინერი 6:3, 6:4 დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი სლოვაკ ლისკასა და უკრაინელ შჩერბას 5:7, 7:6 (7:5), 10:4 სძლიეს.
ქართულ-ყაზახური დუეტი ფინალის საგზურისთვის პირველ ნომრად განთესილ ბრიტანულ-უკრაინულ ტანდემს (ჯონსონი-ორლოვი) გაეჯიბრება.
ცნობისთვის, ცივაძე ერთეულთა ტურნირის კვალიფიკაციაში იყო ჩართული, სადაც მე-3 განთესვით ჩაება და უკრაინელ ანატოლი პეტრენკოს 6:2, 6:1 მოუგო, შემდეგ კი, თავისივე მეწყვილე ლომაკინთან 7:6 (14:12), 4:6, 5:10 დამარცხდა.

0.116684