ფეხბურთი

15:37 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი“ სარის შესახებ ფეხბურთელებს დაელაპარაკება

ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა, მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის გათავისუფლებას აპირებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ფეხბურთელებს დაელაპარაკებიან - წერს Daily Mail.

გამოცემის ინფორმაციით, გუნდის ბევრი მოთამაშე უკმაყოფილოა სარის საწვრთნელი პროცესით და ერთფეროვნად მიიჩნევს მას. ერთ ნაწილს კი იტალიელი სპეციალისტის კაპიტან გარი კეხილთან ურთიერთობა არ მოსწონს, რომელიც იშვიათად ხვდება ძირითადში და ფაქტობრივად, სარეზერვო გუნდის წევრი გახდა.

გათავისუფლების შემთხვევაში, სარი, შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს, სადაც მის მიმართ ინტერესს „იუვენტუსი,“ „რომა“ და „მილანი“ იჩენენ.

„არისტოკრატები“ კი ახალ მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილ ვარსკვლავს, ფრენკ ლამპარდს მოიაზრებენ, რომელიც ამჟამად ჩემპიონშიფის „დერბი ქაუნთის“ თავკაცობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125201