„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჟურნალისტებს „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მომავალი ფინალური მატჩის შესახებ ესაუბრა.
„სამი კვირა გვაქვს ფინალისთვის მოსამზადებლად და ეს კარგია. ვფიქრობ, თამაშზე უფრო ემოციური ფონი იმოქმედებს, ვიდრე პოჩეტინოს ან კლოპის ტაქტიკური დუელი.
კეინი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩენთვის. ის იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ ასი პროცენტით იქნება მზად. აღდგენის პროცესი კარგად მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, ფინალში დაგვეხმარება.
„ლივერპულის“ გეგმა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, ჩვენი კი - შარშანდელზე უკეთ გამოსვლა. გასულ სეზონში ჩვენ არავინ გვიყიდია, მათ კი მეკარესა და მცველში უამრავი ფული გადაიხადეს.“ - უთხრა არგენტინელმა სპეციალისტმა Marca-ს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ტოტენჰემსა“ და „ლივერპულს“ შორის, 1 ივნისს, მადრიდის „მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.