ისტორია

9:49 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

24 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1966 – დაიბადა ერიკ კანტონა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების, “ოსერის”, “მარსელის”, “ბორდოს”, “მონპელიეს”, “ნიმის”, “ლიდს იუნაიტედისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი. აღიარებულია “მანჩესტერის” ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ. საკლუბო დონეზე ჩაატარა 368 მატჩი, გაიტანა 131 გოლი. საფრანგეთის ნაკრების 45 მატჩში გაიტანა 20 გოლი. საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი (1988, 1989). საფრანგეთის თასის მფლობელი (1990). ინგლისის ხუთგზის ჩემპიონი (1992, 1993, 1994, 1996, 1997). ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ორგზის მფლობელი (1994, 1996). 1992, 1993 და 1994 წლებში მოიპოვა ინგლისის სუპერთასი. 1994 წელს დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად. 1988 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1926 - ლეგენდარულმა ფინელმა მძლეოსანმა პაავო ნურმიმ 3000 მეტრზე რბენაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (8:25,4).

1934 - აშშ-ს საფეხბურთო ნაკრებმა მექსიკას 4:2 მოუგო. შეხვედრა რომში ჩატარდა და მან მსოფლიოს 1934 წლის მუნდიალის მონაწილე გამოავლინა. მექსიკა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, ამერიკელებმა კი ტურნირი წარუმატებლად ჩაატარეს (მერვედფინალში იტალიასთან 1:7 დამარცხდნენ).

1964 - პერუს დედაქალაქ ლიმაში საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას მომხდარი ჭყლეტის შედეგად, 300 ადამიანი დაიღუპა. იმ დღეს ერთმანეთს პერუსა და არგენტინის ოლიმპიური ნაკრებები ხვდებოდნენ ერთმანეთს. მატჩის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე არბიტრმა პერუელებს გოლი არ ჩაუთვალა (იმ მომენტისთვის არგენტინა 1:0-ს იგებდა), რამაც გულშემატკივართა გულისწყრომა გამოიწვია. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რასაც არეულობა და ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. გარდაცვლილთა გარდა 500 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

1970 - თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე, “დინამომ” სან პაულუს “პალმეირასთან” 2:4 წააგო. ქართველთაგან გოლები გოჩა გავაშელმა და ლევან ნოდიამ გაიტანეს. “დინამოს” ის ფეხბურთელები (მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, სლავა მეტრეველი, გივი ნოდია) აკლდნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ. “დინამო”: სტეფანია, ჭითაური, შერგელაშვილი, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, პეტრიაშვილი, კუტივაძე, ილიადი (მ. მაჩაიძე), გავაშელი (თ. ღოღობერიძე), ბურჯანაძე (მჭედლიშვილი), ლ. ნოდია. თბილისის “დინამოს” გივი ჩოხელი წვრთნიდა.

1972 - შოტლანდიის “გლაზგო რეინჯერსმა” თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, ბარსელონას “ნოუ კამპზე” 35 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მოსკოვის “დინამოს” 3:2 მოუგო. მსაჯის საფინალო სასტვენამდე ორიოდე წუთით ადრე, გლაზგოელი ფანები მოედანზე შეცვივდნენ და თამაში შეწყდა. მოსკოველებმა შეხვედრის შედეგი გააპროტესტეს, მაგრამ UEFA-მ მატჩის გადათამაშება მიზანშეწონილად არ ჩათვალა და “რეინჯერსის” ფულადი დაჯარიმებით შემოიფარგლა.

1976 - მუჰამედ ალიმ, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის რიჩარდ დანი მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1980 - ჰოკეის ეროვნული ლიგის ფლეი-ოფში “ნიუ იორკ აილენდერსმა” “ფილადელფია ფლაიერსი” დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა.

1989 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა, “ნიუ იორკ რეინჯერსმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ამ გუნდის ლეგენდარული ჰოკეისტი, ფილ ესპოზიტო დაითხოვა.

1994 - უელსის ფეხბურთელთა ნაკრების გოლკიპერმა, ნევილ საუთჰოლმა თავისი ქვეყნის ნაკრების რიგებში გამოსვლის რეკორდი დაამყარა. ტალინში ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშისას, საუთჰოლმა უელსის ნაკრების მაისური 74-ედ მოიზომა.

1995 - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები ბირმინგემში პოლონეთთან 68:91 დამარცხდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ლიპარტელიანი იყო, მოთამაშეები კი ვაშაკიძე, ბაქრაძე, კობეშავიძე, გურასპაული, სანაძე, ნაცვლიშვილი, თორთლაძე, დერიუგინი, სტეფანია, დადიანი, ჩხეიძე. საქართველოს ნაკრებს პირველი 2 ქულა ვახტანგ ნაცვლიშვილმა მოუპოვა.

2000 - პარიზის “სენ დენიზე” მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ვალენსიას” 3:0 მოუგო. გოლები ფერნანდო მორიენტესმა, სტივ მაკმანამანმა და რაულმა გაიტანეს. “რეალს” ვისენტე დელ ბოსკე წვრთნიდა.

2008 - რაგბიში “ჰაინეკენის თასის” ფინალში ირლანდიურმა “მიუნსტერმა” ფრანგულ “ტულუზას” 16:13 მოუგო. მატჩი კარდიფში ჩატარდა.

2011 - თბილისში დაიწყო მორაგბეთა მსოფლიო თასის ალაფა ახალგაზრდებს შორის. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში კანადას 38:9 მოუგო.

2011 - კალათბურში საქართველოს ჩემპიონი “არმია” გახდა. Gუნდს ლევან მოსეშვილი წვრთნიდა.

2012 - ჭადრაკი. საქართველოს ჩემპიონატი ბაადურ ჯობავამ მოიგო.

2012 - ფეხბურთი. ავსტრიაში ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთისგუნდთან1:3დამარცხდა.

2013 - „ინტერმა“ დანიშნა ახალი მწვრთნელი. გუნდი „ნაპოლიდან“ წასულმა ვალტერ მაძარიმ ჩაიბარა. მან გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამ დღეს დაიბადნენ

1899 - სიუზან ლენგლენი. ფრანგი ჩოგბურთელი. უიმბლდონის ტურნირის ექვსგზის ჩემპიონი. შვიდჯერ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა.

1901 - ხოსე ნასასასი. ურუგვაის ნაკრების მცველი და კაპიტანი 1923-36 წლებში. 1924 და 1928 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის (19300 გამარჯვებული. სამხრეთ ამერიკის ოთხგზის ჩემპიონი. მინდორზე პარტნიორების ხელმძღვანელობის უნარის გამო “მარშალი” შეარქვეს.

1903 - ფერნანდო პატერნოსტერი. 1920-30-იან წლებში არგენტინის ნაკრების მცველი. 1929 წელს გახდა სამხრეთ ამრიკის ჩემპიონი. მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1928 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი.

1932 - კირილ რაკაროვი. ბულგარეთის ნაკრებისა და სოფიის ცსკას მცველი. ბულგარეთის ათგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. ბულსგარეთის ნაკრებში ჩაატარა 58 მატჩი (ერთი გოლი).

1934 - კანარიუ. მადრიდის “რეალის”, “სევილიასა” და “სარაგოსას” ბრაზილიელი ფორვარდი. მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები. ესპანეთის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1946 - ირინა კირზენშტეინ-შევინსკა. პოლონელი მძლეოსანი. სიგრძეზე ხტომაში, 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1963 - ჯო დუმარსი. “დეტროიტ პისტონზის” გამთამაშებელი-მსროლელი. გუნდში გამოდიოდა 1985-99 წლებში. 1999 წელს დაასახელეს ფლეი-ოფის საუკეთესო კალათბურთელად.

1964 - ადრიან მურჰაუზი. დიდი ბრიტანელი მოცურავე. 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1966 - ერიკ კანტონა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების, “ოსერის”, “მარსელის”, “ბორდოს”, “მონპელიეს”, “ნიმის”, “ლიდს იუნაიტედისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი. აღიარებულია “მანჩესტერის” ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ. საკლუბო დონეზე ჩაატარა 368 მატჩი, გაიტანა 131 გოლი. საფრანგეთის ნაკრების 45 მატჩში გაიტანა 20 გოლი. საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი (1988, 1989). საფრანგეთის თასის მფლობელი (1990). ინგლისის ხუთგზის ჩემპიონი (1992, 1993, 1994, 1996, 1997). ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ორგზის მფლობელი (1994, 1996). 1992, 1993 და 1994 წლებში მოიპოვა ინგლისის სუპერთასი. 1994 წელს დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად. 1988 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის.

1973 - ვლადიმერ შმიცერი. ჩეხეთის ეროვნული ნაკრების, პრაღის “სლავიას”, “ბორდოს”, “ლანსისა” და “ლივერპულის” ფეხბურთელი. 2005 წელს, “ლივერპულთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. 2001 წელს მოპოვებული აქვს უეფას თასი. იმავე სეზონში დაეუფლა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასებს, ევროპისა და ინგლისის სუპერთასებს. ჩეხიის ორგზის ჩემპიონი. 2007 წელს “ბორდოსთან” ერთად საფრანგეთის თასს დაეუფლა. ევროპის 1996 წლის ფინალისტი. ჩეხიის ნაკრების 81 მატჩში გაიტანა 27 გოლი.

1979 - ტრეისი მაკგრეიდი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. ამპლუით ფორვარდი (211 სმ). 2006-10 წლებში გამოდიოდა “ჰიუსტონ როკიტსში”, 2010 წლის 18 თებერვლიდან “ნიუ იორკ ნიკზში” გადავიდა, ამჟამად კი “დეტროიტ პისტონზის” წევრია. ადრე “ორლანდო მეჯიქში” ზაზა ფაჩულიას პარტნიორი იყო, ახლა “ატლანტაში” თამაშობენ ერთად. შვიდჯერ იასპარეზა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ოლ სტარის” მატჩში. 2003 და 2004 წლებში ნბა-ს რეგულარულ მატჩებში საშუალო შედეგიანობის მხრივ მეორე შედეგი ჰქონდა (შესაბამისად 32 და 28 ქულა).

0.113546