ფეხბურთი

21:25 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამო" სათავეში დაბრუნდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტური დაიწყო და ლიდერი შეიცვალა. ბათუმის „დინამომ“ თბილისში, საჩხერის „ჩიხურა“ დაამარცხა, 31 ქულა დააგროვა და კვლავ გალიდერდა. ყოველშემთხვევაში იქამდე, სანამ „საბურთალო“ ჩაატარებს ამავე ტურის მატჩს ეს 24 მაისს, გორის „დილას“ წინააღმდეგ მოხდება.

გია გეგუჩაძის გუნდს კი, „ჩიხურასთან“ ადვილი გასეირნება არ ჰქონია და გვარიანი ნერვიულობისა და ენერგის დახარჯვის ფონზე მოუწია 3 ქულის მოპოვება. საერთოდ, სოსო ფრუიძის გუნდი ადვილად დასამარცხებელი არაა და აქამდე ორად-ორი მატჩი ჰქონდა წაგებული.

„ჩიხურასთვის“ ახლაც ყველაფერი კარგად დაიწყო და მე-18 წუთზე ჩიხლაძემ მიხეილ ალავიძის დამწუხრება და ანგარიშის გასხნა მოახერხა. თუმცა, ეს იმერელთა ერთადერთი წარმატება გამოდგა აღნიშნულ მატჩში და შემდეგ უპირატესობა ბათუმელთა მხარეს გადავიდა. „დინამომ“ მალევე, 15 წუთში ჯოვინო ფლამარიონის გოლით გაათანაბრა და გუნდები შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავიდნენ.

„დინამომ“ გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე გაიტანა. მარცხენა ფლანგზე გიორგი ნავალოვსკიმ იაქტიურა, რის შედეგადაც ჯანელიძემ ზუსტად დაარტყა. უნდა აღინიშნოს „ჩიხურას“ კარის დარაჯის, დინო ჰამზიჩის არცთუ დამაჯერებელი თამაში, რომელმაც ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა.

საბოლოოდ, 2:1 ბათუმის „დინამოს“ სასარგებლოდ. ეს აჭარელთა მეათე გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში და მინიმუმ ერთი დღე ლიდერი იქნება. „ჩიხურამ“ კი მესამედ წააგო, მაგრამ ევროპა ლიგის ზონაში (მე-4 პოზიცია) ადგილს ინარჩუნებს.

„ჩიხურა“ – „დინამო ბათუმი“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ჩიხლაძე (18), 1:1 ჯოვინო (33), 1:2 ჯანელიძე (81)

0.112101