ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჟულიო ბაპტიშტამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 37 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც თავის დროზე მადრიდის „რეალსა“ და ლონდონის „არსენალში“ უთამაშია, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
„ფეხბურთში გატარებული 20 წელზე მეტის შემდეგ მოვიდა მომენტი, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გავაკეთო. ახალი ცხოვრება უწყება და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა. მადლობა ყველას“, - დაწერა ჟულიომ სოციალურ ქსელში.
ბაპტიშტა ბოლოს რუმინული „კლუჟის“ ღირსებას იცავდა, იქამდე „სან პაულუს“, „სევილიას“, „რეალის“, „არსენალის“, „რომას“ „მალაგას“, „კრუზეიროსა“ და „ორლანდო სიტის“ ღირსებას იცავდა.
ბრაზილიის ნაკრებში 2001-2010 წლებში 47-ჯერ ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და ორ-ორჯერ მოიგო კოპა ამერიკა და კონფედერაციათა თასი.