ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) პირველ ნომრადაა განთესილი, ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.
დღეს, ბასილაშვილი მასპინძელ ჟო-ვილფრიდ ცონგას გაეჯიბრა და ამავე ტურნირის ნახევარფინალში 2017 წელს განცდილი მარცხისთვის რევანშის აღება მოახერხა – 6:4, 6:4.
შეხვედრა საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და ნიკას უპირატესობა თვალსაჩინო გახლდათ. მართალია, ჩვენებურმა პირველივე მოწოდება წააგო, პირველ სეტში მეტოქე 2-ჯერ დააბრეიკა, მეორეში კი წარმატებისთვის 1 ბრეიკიც საკმარისი აღმოჩნდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა 1 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ცონგამ კი 4 ორმაგის ფონზე 9 ეისი მიითვალა და ისიც ეტყობოდა, რომ წლებმა მასზე დიდი ზეგავლენა იქონია. ჟო-ვილფრიდი, რომელიც კარიერის პიკზე (2012 წლის თებერვალში) მსოფლიოს მე-5 ჩოგანი იყო, ნიკოლოზის ძლიერ დარტყმებს ვერ უმკლავდებოდა.
ამ წარმატების წყალობით, ბასილაშვილს ATP-ს ლაივ-რეიტინგში 1970 ქულა მოუგროვდა და მისთვის სარეკორდო მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. თუ ვინ იქნება ქართველის მომდევნო მეტოქე, ამ წუთებში კანადელი ფელიქს ოჟიე-ალიასიმისა და ამერიკელი სტივ ჯონსონის მატჩში ირკვევა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
xval rojr aliasini gvelis savaradot da ik gvekneba omi
ვაა, მაგარია.
მიუხედავად ყველაფრისა, ცონგა სახელიანი საჩოგბურთო პერსონაა და მასთან მოგება ნაღდად სათვალავშია ჩასაგდები.
არც ისეთი უძლურია და ფავორიტიც იყო კოლიასთან.
erti ra mainteresebs basilas sharshan ar utamashia anu kulebi dasacavi ar konda da mxolod 45 kula aigonaxevar finalshi gasvlit da ak 1970 kula rato