ფეხბურთი

17:30 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" 18 წლის ჰოლანდიელი გაიფორმა

ჰოლანდიური „გრონინგემის“ ნახევარმცველი ლუდოვიტ რეისი კარიერას კატალონიის „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ორივე გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

18 წლის ფეხბურთელმა კატალონურ გრანდთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. „ბლაუგრანას“ ნიჭიერი ჰოლანდიელი ნახევარმცველის ტრანსფერი 7 მილიონი ევრო დაუჯდა.

ლუდოვიტ რეისი „გრონინგემის“ წევრი 2015 წლიდან იყო. გასულ სეზონში ერედივიზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 31 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სტატისტიკა
0.227318