ფეხბურთი

14:29 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

იაგორაშვილი პოლონურ “კორონაში” იმუშავებს

თბილისის “დინამოს” 15-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი ვახტანგ იაგორაშვილი ივლისიდან პოლონურ ექსტრაკლასას ბინადარ “კორონა კიელცეში” გააგრძელებს მუშაობას.

დინამოელთა პრესსამსახურის ცნობით, იაგორაშვილი პოლონეთში რამდენიმე დღე იმყოფებოდა და “კორონასთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის თანახმად, ვახტანგი გუნდის მთავარი მწვრთნელის ჯინო ლეტიერის პირველი ასისტენტი გახდება.

0.115875