ჩოგბურთი

11:40 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი-ცონგა: 17:00 საათიდან ცენტრალურ კორტზე

დღეს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) მეოთხედფინალური მატჩები ჩატარდება, ჩვენ კი შეჯიბრი იმად გვაინტერესებს, რომ მის ერთ-ერთ ფავორიტად ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი რჩება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა OPEN PARC AUVERGNE-RHONE-ALPES LYON-ზე პირველ ნომრადაა განთესილი და მერვედფინალში ფრანგი ტრისტან ლამასინი 7:5, 7:5 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი კიდევ ერთ მასპინძელ ჟო-ვილფრიდ ცონგას გაეჯიბრება, რომელთანაც სწორედ ლიონის ტურნირის ნახევარფინალში 2017 წელს აქვს წაგებული.
თუკი ბასილაშვილმა ვეტერან (34 წლის) ფრანგს აჯობა, 90 სარეიტინგო ქულასა და 26 990 ქულას მიიღებს და ATP-ს ლაივ-რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-16 ადგილზე გადაინაცვლებს.
ვთქვათ ისიც, რომ ყველა მეოთხედფინალი ცენტრალურ კორტზე გახლავთ დაგეგმილი, განრიგი კი ასე გამოიყურება:
13:00 ფრიცი (აშშ) – ბაუტისტა-აგუტი (ესპანეთი)
14:30 პერი (საფრანგეთი) – შაპოვალოვი (კანადა)
17:00 ბასილაშვილი (საქართველო) – ცონგა (საფრანგეთი)
19:45 ოჟიე-ალიასიმი (კანადა) – ჯონსონი (აშშ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113698