ფეხბურთი

9:47 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ნანტმა“ ახალი ლოგოტიპი და ფორმა წარადგინა

ფრანგულმა „ნანტმა“ გულშემატკივრებს შეცვლილი ემბლემა და ახალი ფორმა წარუდგინა, რომლითაც მომავალ სეზონში ითამაშებს. ლოგოტიპზე კლუბის სახელწოდების პირველი ასოა გამოსახული, ფორმა კი ტრადიციულ ყვითელ-მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი.

პირველად ამ ფორმას „ნანტის“ ფეხბურთელები 24 მაისს, ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „სტრასბურის“ წინააღმდეგ მოირგებენ.

37 ტურის შემდეგ, „ნანტი“ საფრანგეთის ჩემპიონატში 48 ქულით მე-11 ადგილზეა.

თეგებინანტი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110999