ფეხბურთი

21:42 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია და კვარაცხელია "ლოკომოტივის" რიგებში რუსეთის თასს დაეუფლნენ

მოსკოვის „ლოკომოტივმა“ რუსეთის თასი მოიგო. ფინალური მატჩი სამარაში გაიმართა და „რკინიგზელებმა“ „ურალი“ დმიტრი ბარინოვის პირველ ტაიმში გატანილი გოლით დაამარცხეს.

შესაბამისად, რუსეთის თასის მფლობელები სოლომონ კვირკველია და ხვიჩა კვარაცხელიაც გახდნენ. აღნიშნულ მატჩში კვირკველიას არ უთამაშია, რადგან დისკვალიფიკაცია ჰქონდა, ხოლო კვარაცხელია თამაშში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სმოლოვის ნაცვლად ჩაერთო.

18 წლის ქართველი შემტევისთვის ეს პირველი ტიტულია, ხოლო კვირკველიამ რუსეთის თასი მესამედ მოიგო (მეორედ „ლოკომოტივის“ რიგებში, ერთხელაც „რუბინის“), ერთხელ კი რუსეთის ჩემპიონის ტიტულიც აქვს მოგებული.

რაც შეეხება უშუალოდ „ლოკომოტივს“, იური სიომინის გუნდი რუსეთის თასს ისტორიაში მერვედ დაეუფლა.

0.116087