ფეხბურთი

21:15 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემს" კეინი დაუბრუნდა

ლონდონის „ტოტენჰემს“ ჰარი კეინი უბრუნდება. როგორც „მამლების“ ვებგვერდი იტყობინება, ინგლისელმა ფეხბურთელმა ვარჯიში დაიწყო.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა მზად კეინი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის, რომელიც 10 დღეში გაიმართება. კეინის გარდა, ვარჯიში განაახლეს დევინსონ სანჩესმა და იან ვერტონგენმა.

შეგახსენებთ, კეინმა კოჭის ტრავმა „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ „ტოტენჰემი“ 1-ელ ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

Loading...
სტატისტიკა
0.263022