ფეხბურთი

20:00 | 22.05.2019 | ნანახია 0 - ჯერ

ადურისი "ბილბაოში" ერთი წელი დარჩება

ბილბაოს „ატლეტიკის“ ლეგენდარული ფეხბურთელი არიც ადურისი ბასკური გუნდის ღირსებას მომავალ სეზონშიც დაიცავს. როგორც „ბილბაოს“ ვებგვერდი იტყობინება, ვეტერანმა ბასკმა ფორვარდმა კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.

2018-2019 წლების სეზონში ადურისმა „ატლეტიკის“ რიგებში 20 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. „ბილბაოში“ 2002-2003, 2005-2008 წლებში თამაშობდა, ხოლო ხსენებულ შუალედში „ბურგოსისა“ და „ვალიადოლიდის“ მაისურით ირჯებოდა.

2008 წლიდან ესპანელი „მალიორკასა“ და „ვალენსიაში“ გაისარჯა, ხოლო მშობლიურ გუნდს 2012 წელს დაუბრუნდა და მას შემდეგ ბასკებს 383 თამაშში გატანილი 171 გოლით შეეწია.

ესპანეთის ნაკრებში არიც ადურისს 13-ჯერ უთამაშია და 2 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:39 | 04.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

რაულიც როა სიაში ასწორებს

10:22 | 04.03.2016
CR7NOLE (15561)

კლაუდიო ნადირია

23:04 | 03.03.2016
Borxa (8)

giomebo-ღორის გრიპი

22:47 | 03.03.2016
giomebo (1190)

ჩვენებს რა ჭირთ 16 და 36 წლის ასაკს ვინ ჩივის 26 წლის ასაკშიც არაფრად რომ არ ვარგიან?!

01:50 | 04.03.2016
mushni (93569)

ღორის გრიპიოDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065108
სარეკლამო ადგილი - 99
X x X