ფეხბურთი

18:08 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა: ლიოვმა კროოსიც თამაშგარეში დატოვა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე ივნისში გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ლიოვის რჩეულთა შორის ვერ მოხვდნენ მარიო გიოტცე და ტონი კროოსი. გარდა ამისა, ტრავის გამო „ბუნდესნაკრებს“ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დააკლდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლიოვმა მანამდე ეროვნული ნაკრებიდან ჟერომ ბოატენგი, ტომას მიულერი და მატს ჰუმელსი მოკვეთა.

მეკარეები: ბერნდ ლენო (არსენალი, ინგლისი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), კევინ ტრაპი (აინტრახტი)

მცველები: მატიას გინტერი (გლადბახი), მარსელ ჰალსტენბერგი (ლაიფციგი), ლუკას კლოსტერმანი (ლაიფციგი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ტილო კერერი (პსჟ, საფრანგეთი), ნიკო შულცი (დორტმუნდი), ნიკლას შტარკი (ჰერტა), ნიკლას ზულე (ბაიერნი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი), იუსუა კიმიხი (ბაიერნი)

ნახევარმცველები: იულიან ბრანდტი (ლევერკუზენი), კაი ჰავერცი (ლევერკუზენი), იულიან დრაქსლერი (პსჟ, საფრანგეთი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ლეონ გორეცკა (ბაიერნი), ილქაი გუნდოგანი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)

თავდამსხმელები: ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მარკო როისი (დორტმუნდი), ტიმო ვერნერი (ლაიფციგი)

გერმანიის ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ეგიდით 8 ივნისს ბელარუსს ბორისოვში ესტუმრებიან, ხოლო სამი დღის შემდეგ მაინცში ესტონეთს დაუხვდებიან.

0.115478