ჩოგბურთი

14:20 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დალაქიშვილმა ძირითად ბადეში ითამაშა

17 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ დალაქიშვილმა საბერძნეთის ქალაქ ჰერაკლიონში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) კვალიფიკაცია გაიარა, ძირითად ბადეში წარმატებამდე კი მცირედი დააკლდა.

დალაქიშვილი საკვალიფიკაციო ბადეში პირველ ნომრად იყო განთესილი და ორ მეტოქეს აჯობა: “უაილდ ქარდის” მქონე ბერძენი ადრეანა ხრისტოპულო 7:5, 7:6 (7:1) დაამარცხა, მე-13 რეიტინგის მქონე სერბ ელენა გემოვიჩს კი 6:1, 6:1 სძლია.
მარიამ ძირითად ბადეშიც ყოჩაღად დაიწყო და პირველ ნომრად განთესილ ბელარუს ირინა შიმანოვიჩს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 464-ე ადგილზეა, სასტარტი სეტი “მშრალზე” მოუგო, თუმცა, საბოლოოდ, 6:0, 2:6, 4:6 დამარცხდა.

0.12718