ფეხბურთი

9:06 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ „ინტერთან“ წინასწარ კონტრაქტს მოაწერა ხელი

ანტონიო კონტე „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი გახდება - გვამცნობს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ტანკრედი პალნერი. წყაროს მტკიცებით, 49 წლის სპეციალისტმა „ნერაძურისთან“ წინასწარ ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, მისი ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება.

ოფიციალურად კონტრაქტი მომავალ სამშაბათს, 28 მაისს გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ კონტეს ბოლო სამუშაო კლუბი „ჩელსი“ იყო, სადაც ის 2016 წელს მივიდა და პირველივე სეზონში მოიგო პრემიერლიგა. თუმცა, მომდევნო წელს შედეგები გაუუარესდა და დაითხოვეს.

0.112038