სხვა

22:17 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაისის ბაშო სიღნაღში
გამარჯვებული ტოჩინოშინის ხელმოწერილ კიმონოს მიიღებს

25 მაისს, ქალაქ სიღნაღში, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით 2019 წლის პირველ ბაშოს ჩაატარებს.

ტურნირის მიზანი ქართველი გოლიათების ტოჩინოშინისა და გაგამარუს გამხნევება და საქართველოში სუმოს პოპულარიზაციაა.

სიღნაღის ბაშოს საპრიზო ფონდია: I ადგილი - 1000 ლარი, II ადგილი - 500 ლარი. ბაშოს გამარჯვებული ათას ლართან ერთად მიიღებს ტოჩინოშინის კიმონოს მისივე ხელმოწერით, რომელიც ქართველმა სუმოისტმა სპეციალურად სიღნაღის ბაშოსთვის დააწესა.

რეგისტრაციისათვის საჭიროა მოგვწეროთ დევების ბაშოს FB გვერდზე, 23 მაისის ჩათვლით.

0.132768