ფეხბურთი

21:10 | 21.05.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ესპანელმა ფეხბურთელებმა "დინამო" დატოვეს

ესპანელმა ფეხბურთელებმა - 27 წლის შემტევმა ფრან კარბიამ და 26 წლის მცველმა სერხიო ნოჩემ თბილისის "დინამოსთან" არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს და გუნდს დაემშვიდობნენ. ამ ინფორმაციას დინამოელთა პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე ირკვევა, რომ "დინამოს" გოლკიპერის სტეპან სიკაჩის ოპერაციამ, რომელიც ფეხბურთელს ანკარაში გაუკეთეს, წარმატებით ჩაიარა. მეკარე თბილისში რამდენიმე დღეში დაბრუნდება და რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:45 | 23.03.2021
ჯოკონდა (428)

ვის რაში აინტერესებს უთავმოყვარეობის,უგონობის,რენეგატობის პიკი.მე მას პარადოქსა შევარქვი.

0.094178