ფეხბურთი

19:07 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "არსენალი" მხითარიანს ბაქოში არ წაიყვანს

ლონდონის „არსენალი“ ევროპა ლიგის ფინალში ჰენრიხ მხითიარიანის გარეშე ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა გამონაკლისის დასაშვებად მხითარიანის ქვეყანაში შეშვებაზე, „არსენალმა“ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.

„ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ჰენრიხ მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალში გუნდთან ერთად არ იქნება. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე ფეხბურთელთან და მის ოჯახთან და გადავწყვიტეთ, რომ გუნდთან ერთად ბაქოში არ იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის ფინალი 29 მაისს, ბაქოში გაიმართება და „არსენალი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116188