ფეხბურთი

18:31 | 21.05.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ემერი: "მბაპეს "ბარსელონას" არჩევანიც ჰქონდა, მაგრამ მზად იყო "რეალში" თვალდახუჭული წასულიყო"

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი პსჟ-ში ყოფნის პერიოდში კილიან მბაპესთან ურთიერთობას იხსენებს. ესპანელის განცხადებით, მბაპე მზად იყო მადრიდის „რეალში“ გადასასვლელად.

„მე ვესაუბრე მას და მამამისს და პსჟ-ში დარჩენაში დავარწმუნე. კილიანს „რეალისა“ და „ბარსელონას“ არჩევანი ჰქონდა, მაგრამ მას მხოლოდ „რეალი“ უნდოდა, მზად იყო თვალდახუჭული გადასულიყო. საბოლოოდ ყველამ ერთად მოვახერხეთ მისი დარწმუნება, რომ საფრანგეთში დარჩენილიყო“, - გაიხსენა ემერიმ.

შეგახსენებთ, უნაი ემერი და კილიან მბაპე ერთად „პარი სენ ჟერმენში“ 2017-2018 წლების სეზონში მუშაობდნენ.

მბაპეს „რეალში“ გადასვლა ამ ზაფხულსაც არაა გამორიცხული, რადგან მადრიდელებისთვის საინტერესო ფეხბურთელია. თავად ფრანგმა კი ორი დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა ახალი გამწვევის დროც დგება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06346