ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმყოფება და მიმდინარე კვირაში “როლან გაროსის” ძირითად ბადეში გასასვლელად იბრძოლებს.
27 წლის გორგოძე, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 153-ე ადგილზე გახლავთ, კვალიფიკაციის პირველ წრეში ჩინელ ჯია-ჯინ ლუს ეთამაშება. ეს უკანასკნელი 29 წლისაა და კლასიფიკაციის 186-ე ნომერია.
თუკი ეკომ სასტარტო ბარიერი დასძლია, მისი შემდეგი მეტოქის ვინაობა მე-16 რეიტინგის მქონე ბრაზილიელი ბეატრიზ ჰადად მაიასა და უკრაინელი კატარინა ზავატსკას შერკინებაში გაირკვევა.
გორგოძე პირველ მატჩს ხვალ, 22 მაისს ჩაატარებს, საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად კი 3 თამაშის მოგებაა საჭირო.