ფეხბურთი

13:42 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ერიკსენს „რეალის“ ფეხბურთელად წარადგენენ

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის დამთავრების შემდეგ, „ტოტენჰემის“ ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენს ოფიციალურად წარადგენენ „რეალის“ ფეხბურთელად - გვამცნობს El Chiringuito. წყაროს მტკიცებით, 27 წლის დანიელს „დეზებთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, თუმცა „სამეფო კლუბთან“ უკვე ყველაფერი მოგვარებული აქვს.

ლიგის ფინალი 1 ივნისს გაიმართება მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე.“ „ტოტენჰემი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ერიკსენი „ტოტენჰემში“ 2013 წელს გადავიდა „აიაქსიდან“ 13,5 მილიონ ევროდ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120558