სხვა

12:53 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულამდე ერთი გამარჯვება აშორებს (+VIDEO)

ნაცუ ბაშოზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. წლის მესამე სუპერტურნირს 3 ლიდერი ყავს და მათ შორის ერთი სწორედ ტოჩინოშინი გახლავთ.

მეათე საშეჯიბრო დღეს ჩვენებურის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იყო და სეკივაკე ტოჩინოშინმა მისი ბარიერი ადვილად დასძლია.

იაპონელმა შერკინება კარგად დაიწყო, თუმცა ტოჩიმ მავაშში ხელის ჩავლება მოახერხა და მიტაკეუმი ჩვეული ილეთით, იორიკირით განდევნა დოჰიოდან.

ეს აღნიშნული წყვილის მე-11 დაპირისპირება იყო, რომელთაგან 8 ქართველი სუმოისტის გამარჯვებით დასრულდა, 3 ორთაბრძოლაში კი დამარცხდა.

ტოჩის ხვალინდელი მეტოქე აბი იქნება. 25 წლის მეტოქეს ლევანი აქამდე 3-ჯერ შეხვედრია და სამივე ბრძოლა მოგებული აქვს, თავის მხრივ აბის მიმდინარე ბაშოზე 6 მოგების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს, რადგან დღევანდელი შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია.

ამრიდად, ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის დასაბრუუნებლად ერთი მოგება აშორებს, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ წელს ჩემპიონობისკენ გავიწევთ.

ლევანის მსგავსად მოიგო იოკოძუნა კაკურიუმ, რომელიც ტოჩისთან ერთად მაისის ბაშოს ლიდერია. მონღოლმა მეცხრე გამარჯვებას გორძაძის ხვალინდელ მეტოქე აბისთან უწია, რომელიც ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. კაკურიუს ხვალინდელი მეტოქე კი მე-5 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 3მოგების საპირისპიროდ 7 მარცხი აქვს. ურთიერთშეხვედრებში კი აღნიშნული წყვილი აქამდე 21-ჯერ შეხვედრილან და ამ მხრივაც კაკურიუ ლიდერობს: 11 მოგება 8 მარცხის წილ.

ასევე მე-9 გამარჯვება მოიპოვა ასანოიამამ. მისი მეტოქე მე-7 მაეგაშირა შოდაი იყო, რომელსაც მან იორიკირის ილეთით აჯობა. ეა აღნიშნული წყვილის მეორე დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში მათი მოგება წაგების ბალანსი გათანაბრდა (1:1) ასანოიამას ხვალინდელი მეტოქე სადანოუმი იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 5 მოჰების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს.

8:2-ზე ბალანსი ერთადერთ მონაწილეს - კოტოეკოს აქვს, რომელიც დღეს მე-10 მაეგაშირა ონოშოს შეხვდა და ჰიკიოტოშის ოილეთით დაამარცხა. ხვალ კი ჩიიომარუსთან მოსინჯავს ძალებს.

7 მოგება და 3 მარცხი კი სამ მონაწილეს: გოეიდოს, ტაკაიასუს და ენჰოს აქვთ.

0.139362