ფეხბურთი

10:23 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი გახდება

„დერბი ქაუნთის“ დამრიგებელი, ფრენკ ლამპარდი, „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი გახდება, მაურიციო სარის კი, „არსენალთან“ ევროპა ლიგის ფინალური მატჩის შედეგის მიუხედავად, გაათავისუფლებენ - გვამცნობს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდი.

ბრიტანული ტაბლოიდები უკვე წერდნენ, რომ კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩს, სარის გაშვება იმ მიზეზით სურს, რომ გულშემატკივრებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ვარაუდობენ, რომ ლამპარდის მისვლით, ქომაგებს კვლავ მიუბრუნდებათ გული გუნდისკენ.

ლამპარდი „ჩელსიში“ 2001-14 წლებში თამაშობდა. „ლურჯების“ მაისურით 648 მატჩი გამართა და 211 გოლი გაიტანა. სამჯერ გაიმარჯვა პრემიერლიგაში და ერთხელაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

შარშან მაისში ის „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელიც ჩემპიონშიფის პლეი ოფის გადამწვეტ მატჩში, 27 მაისს, „უემბლიზე,“ „ასტონ ვილას“ შეხვდება და თუ გაიმარჯვა, პრემიერლიგის საგზურსაც მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122531