სხვა

23:23 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ზედიზედ მეორედ გახდა

ქობულეთში, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ასევე დაჯილდოვდა წლის საუკეთესო ქალი ძალოსანი – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი, რომელმაც ეს საპატიო სტატუსი უკვე მესამედ მოიპოვა.

შეგახსენებთ, წლის საუკეთესო მამაკაცი და ქალი ძალოსნების ვინაობა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა. გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ლაშა ტალახაძემ, რომელიც ზედიზედ მეორე წელია, წლის საუკეთესო მამაკაცი ძალოსანი ხდება, დაახლოებით 17 800 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ირანელი სოჰრაბმორადი, მესამეზე კი, ინდონეზიელი ეკო იული ირავანი.

ქალებს შორის საუკეთესოდ გამოვლენილმა ლიდია ვალენტინმა 13 000 ხმა მოაგროვა.

www.1tv.ge

0.118785