ფეხბურთი

18:52 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" დე ლიხტის ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტნის მატის დე ლიხტის „ბარსელონაში“ ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს. ამის მიზეზი სხვა გუნდების დიდი ინტერესი და მაღალი ფინანსური მოთხოვნებია.

ESPN-ის ინფორმაციით, დე ლიხტის აგენტი მინო რაიოლა ცდილობს სხვა კლუბების ინტერესი გამოიყენოს, ამასთან ფეხბურთელის საოცარი თამაში მიმდინარე სეზონში და ამის ხარჯზე „ბარსას“ ფინანსური წინადადება მაქსიმალურად გაზარდოს. თუმცა, ცნობილია, რომ ესპანურ გრანდს პირველი წინადადების გაუმჯობესება არ შეუძლია და ამიტომ, არაა გამორიცხული გარიგება ჩაიშალოს.

დე ლიხტის სამსახურით „ბარსელონას“ გარდა „იუვენტუსი“, „პარი სენ ჟერმენი“ და „ბაიერნი“ არიან დაინტერესებულნი.

19 წლის ჰოლანდიელმა 2018-2019 წლების სეზონში 55 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. „აიაქსთან“ ერთად კი ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში ითამაშა.

0.068442