პოლონეთის 2018-2019 წლების სეზონის ჩემპიონი „პიასტი“ გახდა. გლივილებელმა ექსტრაკლასას ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე პოზნანის „ლეხი“ 1:0 დაამარცხა და ისტორიული ჩემპიონობა გაიფორმა.
ვალდემარ ფორნალიკის გუნდმა სეზონი 72 ქულით დაასრულა და უახლოეს მდევარ ვარშავის „ლეგიას“ 4 ქულით აჯობა.
საინტერესოა, რომ „პიასტი“ ისტორიაში პირველად გახდა პოლონეთის ჩემპიონი, ხოლო გასულ სეზონში ექსტრაკლასაში დარჩენისთვის იბრძოდა.