ფეხბურთი

11:36 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დაიმახსოვრეთ ეს სახელი: "სელტიკის" 16 წლის დებიუტანტი

შოტლანდიის პრემიერშიფის ბოლო ტურში გლაზგოს „სელტიკმა“ „ჰართსს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამ თამაშმა კი ყურადღება უფრო სხვა ფაქტის გამო მიიქცია.

„სელტიკის“ თავკაცმა დემიენ დაფმა 46-ე წუთზე ოლივერ ბიურკის ნაცვლად თამაშში კარამოკო დემბელე ჩართო. 16 წლის ფეხბურთელი, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე დებიუტი ჰქონდა! დემბელე გახდა „სელტიკის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც 21-ე საუკუნეშია დაბადებული და შოტლანდიის ჩემპიონატში ითამაშა.

საერთოდაც, კარამოკო უკვე კარგა ხანია ყურადღების ცენტრშია. 13 წლის ასაკიდან მოყოლებული გლაზგოელთა 20-წლამდე გუნდში თამაშობს, ხოლო გასული წლის დეკემბერში, 15 წლის ასაკში „სელტიკთან“ პროფესიონალური კონტრაქტიც გააფორმა.

გვირჩევენ, რომ 16 წლის დემბელეს სახელი დავიმახსოვროთ და ვნახოთ, რამდენად გაამართლებს გაცემულ ავანსებს.

0.123507