ფეხბურთი

2:31 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

90 წუთი და ბევრი კითხვის ნიშანი
"იუვენტუსმა" სკუდეტო ჩაიბარა

ტურინის „იუვენტუსმა“ რიგით 35-ე სკუდეტო ოფიციალურად ჩაიბარა. „ალიანც სთედიუმზე“ ზეიმი „ატალანტასთან“ მატჩის შემდეგ შედგა. საზეიმოდ კი „იუვეს“ საქმე ნამდვილად ჰქონდა, რადგან ზედიზედ მერვე სკუდეტო მოიპოვა და როგორც უნდა იყოს, ეს ხუმრობა საქმე არაა. ტურინს ჯანლუიჯი ბუფონი და ფერნანდო ლორენტე ესტუმრნენ, ანდრეა ბარძალი ფეხბურთიდან გააცილეს, მასიმილიანო ალეგრი - გუნდიდან. მოკლედ, დიდი ამბები იყო პიემონტის დედაქალაქში.

საზეიმოდ საქმე „ატალანტასაც“ ჰქონდა, რომელმაც ოქროს ფასი ქულა მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგასთან ძალიან ახლოსაა. უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, იოსიპ ილიჩიჩის გოლით ბერგამოელები კარგა ხანს იგებდნენ, მაგრამ ბოლოსკენ „იუვე“ წაგებას მარიო მანჯუკიჩმა გადაარჩინა.

ამასობაში, ჩემპიონთა ლიგის ზონაში ძალიან მაგრად ჩამოცხა. „მილანმა“ „ფროზინონე“ ადვილად დაამარცხა და ბუნებრივია, შანსი შეინარჩუნა, ხოლო „ინტერი“ ნეაპოლში, „ნაპოლისთან“ განადგურდა. „ატალანტასა“ და „ინტერს“ 66-66 ქულა აქვთ, „მილანს“ – 65. ბოლო ტურში „როსონერი“ „სპალს“ ესტუმრება, „ატალანტა“ „სასუოლოს“ უმასპინძლებს, ხოლო „ინტერი“ – „ემპოლის“.

„ემპოლის“ თავის მხრივ ქულები ძალიან სჭირდება. ტოსკანელებმა ბოლოსწინა ტურში „ტორინო“ დაამარცხეს (4:1) და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს, მაგრამ „ჯენოას“ მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ. შესაბამისად, გარანტირებული არაფერია და ლევან მჭედლიძესა და თანაგუნდელებს „სან სიროზე“ ბოლომდე ბრძოლა მართებთ.

ელიტაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა „პარმამ“, რომელმაც ფლორენციის „ფიორენტინას“ მოუგო. ვინჩენცო მონტელას გუნდი კი შესაძლოა დაქვეითდეს. დიახ, ბოლო ტურში „ჯენოასთან“ შინ თუ დამარცხდება და პარალელურად „ემპოლი“ „ინტერს“ აჯობებს, „იები“ სერია B-ში აღმოჩნდებიან.

წინ ბოლო ტურია და დარჩენილი 90 წუთი ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს.

„იუვენტუსი“ – „ატალანტა“ 1:1 (0:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბარძალი, ბონუჩი, ალექს სანდრო (ბერნარდესკი 46); ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; კუადრადო, დიბალა, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ატალანტა“ (3-4-1-2): გოლინი; ჰატებური, ჯიმსიტი, მაზიელო; კასტანე, დე რუნი, ფროილერი, გოსენსი; გომესი; ძაპატა, ილიჩიჩი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (33)

გაფრთხილება: ალექს სანდრო (14) - ჰატებური (28)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 11 (7) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ჯანლუკა როკი

„კიევო“ – „სამპდორია“ 0:0 (0:0)

„ემპოლი“ – „ტორინო“ 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 აკქუა (27), 1:1 იაგო ფალკე (56), 2:1 ბრიგი (65), 3:1 დი ლორენცო (70), 4:1 კაპუტო (88)

„პარმა“ – „ფიორენტინა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჟერსონი (80, ა.გ)

„მილანი“ – „ფროზინონე“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 პიონტეკი (57), 2:0 სუსო (66)

„ნაპოლი“ – „ინტერი“ 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 ზიელინსკი (16), 2:0 მერტენსი (61), 3:0 რუისი (71), 4:0 რუისი (78), 4:1 იკარდი (81, პენ)

თეგებისერია A
სტატისტიკა
0.277693