ძიუდო

19:19 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძიუდოისტთა 8 მედალი პოლონეთში

საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა პოლონურ ბიელსკო ბიავაში გამართულ ევროპის თასზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ვაჟთა ჩათვლაში საფრანგეთისა და რუსეთის კვალად, მე-3 ადგილი დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პოლონეთში ერთბაშად 35 ძიუდოისტით იყო ჩასული რომელთაგან ოთხმა გუშინ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ესენი ნიკა ბაჩიაშვილი, კაკო ჩაფურიშვილი (ორივე – 50 კგ.), კოტე კაპანაძე (60 კგ.) და გიორგი ტერაშვილი (66 კგ.) არიან.
დღეს, ჩემპიონობა გიზო გუგუნაშვილმა (90 კგ.) იზეიმა, რომელმაც გზიდან სლოვაკი, ლიტველი, ფრანგი და ესტონელი მეტოქეები ჩამოიცილა.
ფინალურ შერკინებაში გერმანიის სახელით მოასპარეზე დანიელ უძილაურთან დამარცხდა გიგა ტატიაშვილი (+90 კგ.), რომელმაც მანამდე მანამდე, ჩეხ და ფრანგ ძიუდოისტებთან ერთად, თანამემამულე ირაკლი დემეტრაშვილსაც აჯობა.
ეს უკანასკნელი საბოლოოდ მე-3 ადგილზე გავიდა, კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი კი ალექსანდრე ლოლაძემ (73 კგ.) დაისაკუთრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110703