ჩოგბურთი

17:20 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ნახევარფინალში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ესპანურ ლა ბისბალ დ’ემპორდაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გამოეთიშა.

გორგოძე ფინალის საგზურისთვის ჩინელ ქსიუ ვანგს გაეჯიბრა და პირველი სეტი მოუგო, თუმცა, საბოლოოდ, 6:2, 3:6, 6:7 (2:7) დამარცხდა.

0.131267