კალათბურთი

16:33 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 16 ქულა “ბარსელონასთან”

ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა, “გიპუზკოა ბასკეტი” სტუმრად “ბარსელონასთან” მარცხისგან ვერ იხსნა – 71:88.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 30:10 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
“გიპუზკოა ბასკეტს” 10 მოგება და 23 მარცხი მოუგროვდა და ესპანურ ლიგა ენდესაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.
ბურჯანაძის გუნდი ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში 26 მაისს მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს და ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება.

0.115479