ფეხბურთი

18:32 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლასთვის დასვენება არ არსებობს: პეპისა და სტერლინგის დიალოგი ასოციაციის თასის მოგების შემდეგ (+VIDEO)

"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში "უოტფორდი" 6:0 გაანადგურა და სეზონი სამი ტიტულით დაასრულა. ერთმა პატარა ვიდეომ კი დიდი ყურადღება მიიპყრო.

საქმე ისაა, რომ თამაშის შემდეგ, როდესაც "სიტი" თასის მოგებას ზეიმობდა, პეპ გვარდიოლა რაჰიმ სტერლინგს, რომელმაც სხვათა შორის, ამაშე მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა, უხსნიდა სათამაშო ნიუანსებს და მთლიანად ამაზე იყო კონცენტრირებული.

არადა, თითქოს დასვენების დროს, სეზონი დასრულდა, დასრულდა ტრიპლეტით, მაგრამ პეპისთვის, როგორც ჩანს ყველაფერი სხვაგვარადაა და სეზონის დასრულების შემდეგაც არ აძლევს საკუთარ თავსა და ფეხბურთელებს მოდუნების უფლებას...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112758