ფეხბურთი

15:18 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეოთხედ მოიგო (+VIDEO)

ფრანგული კლუბის "ლიონის" ქალთა გუნდმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონა" 4:1 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიგო. გამარჯვებულთაგან გოლები მაროჟანმა და ადა ჰეგებერგმა გაიტანას, ხოლო ესპანელთაგან თავი ოშოალამ გამოიჩინა.

"ლიონის" ქალთა გუნდმა არსებობის ისტორიაში ფინალში რვაჯერ ითამაშა და მეექვსედ გახდა გამარჯვებული. ასევე, საფრანგეთის ჩემპიონატი "ოლიმპიკმა" ზედიზედ 13-ჯერ მოიგო, ჯამში კი პირველი დივიზიონის გამარჯვებული 17-ჯერ გახდა.

Loading...
0.153272