ფეხბურთი

2:55 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ჩემპიონთა ლიგას ხელი დაუქნია

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის გათამაშება „რომას“ გარეშე ჩაივლის. „ჯალოროსის“ თეოირული შანსი ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს, მაგრამ ეს შანსი იმდენად მცირეა, რომ ფიქრიც კი არ ღირს.

კლაუდიო რანიერის გუნდმა იმედი რეჯიო ემილიაში, „მაპეი სთედიუმზე“ გადაიწურა, სადაც უმოტივაციო „სასუოლოს“ ვერაფერი დააკლო და უგოლოდ დაშორდა. „რომას“ 63 ქულა აქვს და „ატალანტას“ ორი ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

ამასობაში, სანამ „რომამ“ ჩემპიონთა ლიგას პრაქტიკულად ხელი დაუქნია, „უდინეზემ“ ელიტაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ფრიულელებმა „სპალს“ საკუთარ მოედანზე აჯობა და გასავარდნ ზონას 5 ქულით მოსცილდა. მართალია, „ემპოლის“ ერთი თამაში მარაგში აქვს, მაგრამ იგორ ტუდორის გუნდი ამოცანის შესრულებასთან ძალიან ახლოსაა.

„კალიარიმ“ გენუაში, „ჯენოასთან“ ქულა მოიპოვა და ელიტაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა. ისე, სარდინიელები ამ მატჩს საერთოდ მოიგებდნენ, რომ არა დომენიკო კრიშიტოს პენალტი 89-ე წუთზე. ამ ქულამ კი „ჯენოას“ სერია A-ში ადგილის შენარჩუნების შანსი დაუტოვა. ჩეზარე პრანდელის გუნდი „ემპოლის“ მხოლოდ ორი ქულით უსწრებს და თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. მოკლედ, „გრიფონეს“ ვითარება არცთუ სახარბიელოა...

„უდინეზე“ – „სპალი“ 3:2 (3:0)

გოლები: 1:0 სამირი (5), 2:0 ოკაკა (31), 3:0 ოკაკა (35), 3:1 პეტანია (53), 3:2 ვალოტი (59)

„ჯენოა“ – „კალიარი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 პავოლეტი (40), 1:1 კრიშიტო (89, პენ)

„სასუოლო“ – „რომა“ 0:0 (0:0)

თეგებისერია A
სტატისტიკა
0.26493