ძიუდო

22:00 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია ევროპის თასის ჩემპიონია!

ქართველი ძიუდოისტი მარიამ ჭანტურია (70 კგ.) ესპანურ მალაგაში მიმდინარე იუნიორთა ევროპის თასის გამარჯვებული გახდა. ჭანტურიამ საჩემპიონო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიცილა, რომელთაგან 3 გერმანელი იყო, ერთიც კი – პორტუგალიელი.

დღესვე რეპეშაჟამდე მისვლა შესძლო, თუმცა, საბოლოოდ, უმედლოდ დარჩა სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.), ხვალ კი, საქმეში ნატალია ყიფშიძესა (48 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ.) ვიხილავთ.
შაბათსვე, პოლონურ ბიელსკო ბიავაში დაწყებული კადეტი ძიუდოისტების ევროპის თასის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა 4 ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხეს.
კვარცხლბეკზე ნიკა ბაჩიაშვილი, კაკო ჩაფურიშვილი (ორივე – 50 კგ.), კოტე კაპანაძე (60 კგ.) და გიორგი ტერაშვილი (66 კგ.) ავიდნენ.
სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩნენ ვალერი მღებრიშვილი, თენგო ზირაქაშვილი, მირიან კურდღელაშვილი, სპარტაკ გურჩიანი, ლუკა კუხალეიშვილი, გუგა ამირხანაშვილი (ყველა – 55 კგ.), ლუკა საგანელიძე, დავით ბახბახაშვილი, ანარ მამედოვი, ზურაბ კანაპაძე, მიხეილ ბეგიევი (ყველა – 60 კგ.)მ, დათო დვალიშვილი, ვალერი იარღანაშვილი და გიგა მაისურაძე (ყველა – 66 კგ.).
ხვალ, 19 მაისს, ტატამზე ალექსანდრე ლოლაძეს, გიორგი იანტბელიძეს, გიორგი ჭყოიძეს, ნიკოლოზ პირველს, ჯუმბერ მელაძეს, იაგო გულბანს, აკაკი მუმლაძეს, ალექსანდრე გულბიანს (ყველა – 73 კგ.), ზურაბ ჩაგელიშვილს, აკაკი ჯაფარიძეს, დავით არუთინიანს, ლაშა მღებრიშვილს (ყველა – 81 კგ.), გიზო გუგუნაშვილს, თორნიკე ფოლადიშვილს, გიგა კოპილაშვილს (ყველა – 90 კგ.), გიგა ტატიაშვილსა და ირაკლი დემეტრაშვილს (ორივე +90 კგ.) ვიხილავთ.
დღესვე რუსულ ორენბურგში სტარტი აიღო ევროპის თასმა, სადაც 4 ქართველი ძიუდოისტი გაემგზავრა და ერთმა მათგანმა ფინალშიცი იჭიდავა. გადამწყვეტ შერკინებამდე გიორგი ბაზანდარაშვილი (66 კგ.) მივიდა, თუმცა, რუს მეტოქესთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. უმედლოდ დარჩნენ ვანო მახათაძე (66 კგ.), ბექა შავდათუაშვილი და დავით კოპაძე (ორივე – 73 კგ.).

0.11365