ფეხბურთი

23:23 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პისარომ "ვერდერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

40 წლის პერუელმა თავდამსხმელმა კლაუდიო პისარომ "ვერდერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ბრემენელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. პისარო გერმანულ კლუბში 2020 წლის ივლისამდე დარჩება.

სამხრეთამერიკელი მოთამაშე "ვერდერის" ფეხბურთელი პირველად 1999 წელს გახდა და მას შემდეგ კლუბში მესამედ დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში პისარო ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ბომბარდირი გახდა. აწ უკვე გასულ სეზონში კლაუდიომ 30 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.

0.116399