ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ პორტუგალიურ ობიდოსში ზედიზედ მე-2 25-ათასიანი ტურნირი მოიგო. სოფომ ამჯერადაც წყვილთა თანრიგში იმარჯვა და მისი მეწყვილე ისევ ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი იყო.
საინტერესოა, რომ ქართულ-ბრიტანულმა დუეტმა მე-2 ტურნირზეც ისე იმარჯვა, რომ სეტიც კი არ დაუთმია. შაფათავამა და ვებლი-სმითმა ფინალური შეხვედრა დღეს ჩაატარეს და როგორც გასულ კვირას, კვლავ იტალიელ კოლმენიასა და ესპანელ პარიზას-დიაზს აჯობეს – 6:4, 6:1.