ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კრიშტიანუ რონალდუმ გუნდის ხელმძღვანელობას კარლო ანჩელოტის მოწვევა სთხოვა.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, პორტუგალიელს ანჩელოტისთან მუშაობა სურს, რომელსაც მადრიდის „რეალიდან“ კარგად იცნობს. გარდა ამისა, დასახელდა ჟოზე მოურინიოს გვარიც, რომელსაც კრიშტიანუ ანჩელოტის ალტერნატივად განიხილავს.
თუმცა, კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ ავარჯიშებს და ადგილობრივი მედიის ცნობით, სამსახურის შეცვლას დამდეგ ზაფხულს არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სეზონის დასრულების შემდეგ მასიმილიანო ალეგრი დატოვებს. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ იქნება „ბებერი ქალბატონის“ თავკაცის პოსტზე მისი მემკვიდრე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რონალდო დიდი ფეხბურთელია, ეტყობა გულით თამაშობს გუნდისთვის და უნდა მაქსიმალური წარმატების მოტანა გუნდისთვის, თუმცა რათქმაუნდა ეს მხოლოს რონალდოს მოსაზრებაა და თუ ხელმძღვანელობა საჭიროდ არ ჩათვლის არც მოიყვანენ და არც მე მინდა ანჩელოტი, იტალიელებს მოუძველდათ საფეხბურთო ხედვა, გარდა მაგისა 2 სკუდეყო უაზროდ წააგო და იუვენტუსში ვერაფერი გააკეთა პლიუს როტაცია არ იცის და მთელი სეზონი ერთი კამანდით თამაშობს, ალეგრი ჩაბანძებული ფეხბურთის გამო მოიმდურეს და ანჩელოტი და მოურინიო ორივე სვარკის მადიდებელია, პოჩეტინო იქნება იდეალური იუვენტუსისთვის, თუმცა ჯერ სკუდეტო მანია უნდა მოიშალოს იუვენტუსმა
რონალდუს მაქსიმალური წარმატების მოტანა უნდა მხოლოდ საკუთარი თავისთვის
რა ხდება, რონალდუა "იუვეს" არაფორმალური დირეხტორი ?

ტურინია თუ ჭორვილა ?!