იტალიური „მილანი“ ჯენარო გატუზოს გათავისუფლებას არ გეგმავს. Corriere Della Sera-ს ინფორმაციით, გატუზომ პოსტიდან მოხსნის შემთხვევაში 8 მილიონი ევროს ომპენსაცია უნდა მიიღოს და „როსონერის“ ბოსები მსგავსი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებენ.
გარდა ფინანსური საკითხისა, როგორც წყარო იტყობინება, იტალიელი სპეციალისტის რეალურ ალტერნატივას ამ ეტაპზე ვერ ხედავენ.
თუმცა, შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ „მილანი“ ლეონარდომ დატოვოს. ლომბარდიელები ბრაზილიელის ჩანაცვლებას „ლილის“ სპორტული დირექტორით, ლუის კამპოსით აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეოთხე ადგილს სამი ქულა აშორებს.