ჩოგბურთი

14:56 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რომის მასტერსი ფინალისტების მოლოდინში

რომის მასტერსის ნახევარფინალისტები ცნობილია. დღეს, ბერძენი სტეფანოს ციციპასისა და რაფაელ ნადალის წყვილი ერთმანეთში გაარკვევს ურთიერთობას. მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი არგენტინელი დიეგო შვარცმენს დაუპირისპირდება.

აღნიშნულ წყვილებში ფავორიტებად რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი მიიჩნევიან, თუმცა სტეფანოს ციციპასისა და შვარცმენის ძლევა ადვილი ნამდვილად არ იქნება.

ჯოკოვიჩი და შვარცმენი აქამდე ერთმანეთს 2-ჯერ შეხვედრილან და ორივე შემთხვევაში შეხვედრა სერბის გამარჯვებით დასრულდა.

ესპანელისა და ბერძენის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. ჯოკოვიჩი და შვარცმანი კი 22:00 საათიდან დაიწყებენ.

0.112766