ქართველი სუმოისტებისთვის ნაცუ ბაშოს მეშვიდე საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა, რადგან ორივე მათგანმა დღე გამარჯვებით დაასრულა.
თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე მიტორიუ იყო, რომლის დამარცხება ჩვენებურმა მოახერხა.
წლის მესამე სუპერტურნირზე გაგამარუს 5 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს და მხოლოდ 2 სუმოისტს, ტაკაგენჯის და ტოიონიშიმას ჩამორჩება, რომლებსაც ბალანსი 7:0 და 6:1 აქვთ.
აქვე გეტყვით, რომ სწორედ ტაკაგენჯი იქნება გაგას ხვალინდელი მეტოქე.