ფეხბურთი

11:50 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "პრობლემები ყოველთვის იყო, მაგრამ მჯერა წარმატების მიღწევა შეგვიძლია"

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ფამაგუსტას „ანორთოსისში“ წარადგინეს. ქართველმა მწვრთნელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, გუნდის წარმატებაში დარწმუნებულია.

„არმგონია, რომ ეს დაბრუნებაა, უბრალოდ ვაგრძელებ იმ გზას, რომელიც 1991 წელს დავიწყე, როდესაც კვიპროსში პირველად ჩამოვედი. ყოველჯერზე, როცა „ანორთოსისში“ ვიყავი, პრობლემები იყო, ეს ჩემთვის სიახლე არაა. თუმცა, ჩვენს გვერდით არია ხალხი, რომელთაც ვენდობი. ყველა ერთად თუ ვიქნებით, ამ გუნდს აქვს მომავალი. გუნდი უნდა გახდეს ლიდერი, მოიგოს ტიტულები. უნდა დავიბრუნოთ ის ტიტულები, რომელიც ბოლო წლებში დავკარგეთ. მადლობა ნდობისთვის.

ვინ დატოვებს გუნდს და ვინ მოვა, ახლა ამის თქმა არ შემიძლია. რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება, მაგრამ ახლა გუნდს თამაშები აქვს და სამუშაო პროცესში ამაზე საუბარი არ შემიძლია.

რატომ დავბრუნდი? აქამდე არ ყოფილა შესაფერისი დრო, ახლა კი დრო იყო. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს მივაღწიოთ იმას, რასაც ქომაგები ჩვენგან ელოდებიან. ჩემი ხელშეკრულება ორწლიანია. მინდა ყველა თამაშში გამარჯვებისთვის ვითამაშოთ და ვცდილობთ ავაშენოთ ძლიერი გუნდი. 2004 წელს იგივე პრობლემები გვქონდა და ამის გაკეთება მოვახერხეთ. მჯერა, რომ ახლაც შევძლებთ“, - თქვა თემურმა.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაია „ანორთოსისს“ რამდენიმე დღის წინ ჩაუდგა სათავეში და გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

0.114113