მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი როდრი ერნანდესი სავარაუდოდ კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს. ესპანური მედიის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ტრანსფერსაც ოფიციალურად დაადასტურებენ.
„სიტი“ 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „როხიბლანკოს“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის. პირადი ხელშეკრულების დეტალები კი ამ ეტაპისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, როდრი „ატლეტიკოს“ ერთი წლის წინ „ვილიარეალიდან“ შეუერთდა და ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 46 მატჩში 2 გოლი გაიტანა.