ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ პორტუგალიურ ობიდოსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის ფინალში უბრძოლველად გააღწია.
დღეს დაგეგმილ ნახევარფინალში შაფათავასა და ბრიტანელ ემილი ვებლი-სმითს პირველ ნომრად განთესილ ბრიტანელებთან (გრეი-ნიკოლსი) უნდა ეთამაშათ, თუმცა, მეტოქეები სათამაშოდ არ გამოცხადდნენ.
საინტერესოა, რომ ფინალის საგზური ასევე უბრძოლველად ერგოთ იტალიელ კოლმენიასა და ესპანელ პარიზას-დიაზს, რომელთაც კოლუმბიელი ჰერაზო გონზალეზი და ბელგიელი შოლსენი არ გამოუცხადნენ.
ცნობისთვის, გასულ კვირას ასევე ობიდოსში გამართულ 25-ათასიანი შეჯიბრის ფინალში იგივე წყვილებმა ითამაშეს და მაშინ შაფათავამა და ვებლი-სმითმა 6:3, 6:0 იმარჯვეს.