ჩოგბურთი

17:40 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ესპანეთში ნახევარფინალის საგზური მოიპოვა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წინ მიიწევს ესპანურ ლა ბისბალ დ’ემპორდაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 60 ათასი დოლარია.

დღეს გამართულ მეთხედფინალურ მატჩში ეკომ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ავსტრალიელი ნიკიტა ბეინსი 6:2, 7:5 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
უკვე ცნობილია, რომ ნახევარფინალში გორგოძის მეტოქე ჩინელი ქსიუ ვანგი იქნება, რომელმაც გზიდან პერსპექტიული უკრაინელი მარტა კოსტიუკი ჩამოიცილა – 7:5, 7:5.

0.117449