ძიუდო

15:30 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი ევროპულ თამაშებზე იასპარეზებს

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) 22-25 ივნისს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გასამართ ევროპულ თამაშებზე იასპარეზებს. ამ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროპის ძიუდოს კავშირიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სპორტსმენთა რეალოკაციის შედეგად, ლიპარტელიანი იმ ძიუდოისტთა შორის მოხვდა, რომლებიც ევროპულ თამაშებზე გამოვლენ.
რეიტინგის მიხედვით, ევროპულ თამაშებზე ასპარეზობის უფლება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა ყველა წონით კატეგორიაში მოიპოვეს, ქალები კი თამაშებს მიღმა იყვნენ დარჩენილნი და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ ლიცენზიას, თუ რეიტინგში მათზე წინ მყოფი ძიუდოისტები რაიმე მიზეზით უარს იტყოდნენ.
ამგვარად, ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იქნება:
60 კგ. – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. – ლუკა მაისურაძე
90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი
100 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი
57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი

0.11483