ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი თურქულ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) ნახევარფინალში ითამაშებს.
მეტრეველი მეოთხედფინალში თურქ კორაი კირჩის 6:2, 3:1 უგებდა, როდესაც მეტოქემ მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში მე-8 ნომრად განთესილ უკრაინელ ოლეგ პრიჰოდკოს დაუპირისპირდება.
მეტრეველი ზურა ტყემალაძესთან ერთად ტიტულისთვის იბრძვის წყვილთა ტურნირშიც. ქართულმა დუეტმა მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილ ჩეხურ ტანდემს (ჰაიეკი-კრსტევი) 6:3, 6:2 სძლია, ფინალის საგზურისთვის კი თურქულ-ყაზახურ წყვილს (აგაბიგუნი-ლომაკინი) გაეჯიბრება.